ძმის მკვლელობაში ბრალდებულმა ციხეში, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

ძმის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა მამაკაცმა ქუთაისის ციხეში სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. 

შემთხვევა დღეს საღამოს მოხდა, თუმცა, რა ვითარებაში გარდაიცვალა ბრალდებული, უცნობია.

რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმში შელაპარაკების ნიადაგზე, ძმამ ძმა მოკლა. ბრალდებულს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი თემები