“დანაპირები შევასრულეთ – მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობს” – გურამ მაჭარაშვილი

„საზოგადოებისთვის მიცემული დანაპირები, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა, კანდიდატების მოსმენა, გამჭვირვალედ და მაღალი სტანდარტით განხორციელდებოდა – შევასრულეთ” – აღნიშნული განცხადება, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

დეპუტატმა კოლეგებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ხანგრძლივი და ფართო ჩართულობით განხორციელებული პროცესიც შეახსენა და აღნიშნა, რომ გაწერილ პროცედურებსა და კრიტერიუმებს დადებითად აფასებს ევროკავშირიც.

“დარწმუნებული ვარ რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე ისე, როგორც შეეფერება ქართულ საზოგადოებას და მართლმსაჯულებას. გასული კვირის ხუთი დღის განმავლობაში, იუსტიციის საბჭოსთან შედარებით, რომელმაც ასევე დააწესა საკმაოდ ხანგრძლივი გასაუბრებების სტანდარტი, ჩვენ თამასა კიდევ უფრო ავწიეთ და იურიდიულ კომიტეტში, პრაქტიკაში დაინერგა, რომ ერთი დღის განმავლობაში, ვუსმენთ ერთ კანდიდატს და ყველას აქვს საშუალება, პირდაპირ ეთერში უყუროს რა რესურსი აქვს ამა თუ იმ კანდიდატს, მათ შორის, ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას. გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარე კითხულობს მოქალაქეების კითხვებს. ეს არის სტანდარტი, რომელიც დაინერგა იურიდიულ კომიტეტში და საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

მსგავსი თემები