პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, 5 ათას ჰექტრამდე კაკლოვანი კულტურების ბაღია გაშენებული

  •  

კონფერენცია „კაკლოვანი კულტურები საქართველოში: წარმოების ეფექტიანობა და მარკეტინგი” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გახსნა. კონფერენციას კაკლოვანი კულტურის 150-მდე მწარმოებელი, დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და ასოციაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავლი“ ფარგლებში, დაახლოებით, 5 ათას ჰექტრამდე კაკლოვანი კულტურების ახალი ბაღია გაშენებული. 

 „კაკლოვანი კულტურების განვითარება ჩვენი სოფლის მეურნეობის ერთი-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა. საქართველო მეთხილეობის ტრადიციით გამორჩეული ქვეყანაა; აგრარული პროდუქციის ექსპორტში თხილს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. თუმცა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დღეს უკვე სხვა კაკლოვანი კულტურებიც – ნუში, კაკალი, ფსტა და სხვა, ინტენსიურად ვითარდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

კონფერენცია, რომელიც წელს პირველად ჩატარდა ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკისა (EBRD) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონული პროექტების ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით იმართება.

მსგავსი თემები