მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიბეებზე გოგონამ დააგორა

რუსთავის მე-5 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნანა წიქარიშვილი, ტვინის შერყევის დიაგნოზით, ამ დრომდე საავადმყოფოში მკურნალობს. მასწავლებელი მოსწავლეს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კიბეებზე მეექვსე კლასელმა გოგონამ დააგორა, რომელიც მას მუდმივად უთვალთვალებდა. მოსწავლე, სკოლიდან დღეს, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლიდან გაიყვანა.  

სკოლაში სასწავლო პროცესი ამ დრომდე ჩაშლილია. მოსწავლეები და მათი მშობლები გოგონას სკოლიდან გადაყვანას ითხოვენ. მათი განცხადებით, კონკრეტული მოსწავლე სხვა მოსწავლეებისთვისაც საფრთხეს წარმოადგენს.

როგორც მუსიკის მასწავლებელი ყვება, გოგონა მას მუდმივად დაჰყვებოდა, სურათებს უღებდა და ეჭყანებოდა. კონკრეტულ დღეს კი, კიბეებზე გაყვა, ხელი კრა და დააგორა.

მეექვსე კლასელი გოგონას დედა კი აცხადებს, რომ მუსიკის მასწავლებელი პირიქით აბულინგებდა მის შვილს.    

სკოლის მოსწავლეების მშობლების მტკიცებით, კონკრეტული მოსწავლის გამო, სკოლიდან სხვა მოსწავლეები გადავიდნენ და კლასში მხოლოდ 10 მოსწავლე დარჩა. მათი თქმით, გოგონაც და მისი დედაც ბავშვებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.  

ამ წუთებში, სკოლაში მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

მსგავსი თემები