დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, დავით ზალკალიანი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვს შეხვდა.

მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობასა და კეთილმეზობლობას.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში  განაცხადეს, მიმდინარე საკითხებზე საუბრისას მინისტრები მიესალმნენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ფარგლებში შეხვედრების განახლებას და მხარეთა მზაობას კონსტრუქციული მიდგომით გადაწყდეს აღნიშნული საკითხი. დადებითი შეფასება მიეცა ექსპერტთა ჯგუფების მუშაობას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაუზუსტებელ მონაკვეთებთან დაკავშირებით.

დადებითი შეფასება მიეცა ორი ქვეყნის თანამშრომლობას საერთაშორისო-სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.

მსგავსი თემები