პარფიუმერიულ-კოსმეტიკის 35 პროდუქტში ფირმალდეჰიდის შემცველობა დაფიქსირდა

პარფიუმერიულ-კოსმეტიკის 35 პროდუქტში ფირმალდეჰიდის შემცველობა დაფიქსირდა – საფრანგეთში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ვებ-გვერდი, “მომხმარებელი.ჯი” აქვეყნებს. 

ფორმალდეჰიდი ბუნებრივი კონსერვანტია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე, ასთმა, სუნთქვის გართულება, კანისა და თვალების გაღიზიანება. ევროკავშირში არსებული მოთხოვნების თანახმად, ფორმალდეჰიდის შემცველობა პარფიუმერიულ-კოსმეტიკურ ნაწარმში იზღუდება და დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამის თავიდან აცილება ტექნიკურად შეუძლებელია. ეს კი ქვეყანაში მოქმედმა სახელმწიფო მაკონტროლებელმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს. 

როგორც სტატიაში ვკითხულობთ, საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მოთხოვნების 2001 წელს დამტკიცებული ნორმატიული აქტის მიხედვით, ფორმალდეჰიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პროდუქტებში არ უნდა აჭარბებდეს 0,2%-ს, ხოლო პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებებში 0,1%-ს. აეროზოლებში კი მისი შემცველობა საერთოდ აკრძალულია. “მომხმარებელი.ჯი”-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად კი, ფორმალდეჰიდის ოდენობა შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში 0,05%-ს არ აღემატებოდა.

“როგორც ევროკავშირის, ისე საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ფორმალდეჰიდის შემცველობა პროდუქტის 0,05%-ს აღემატება, აუცილებელია პროდუქტზე შესაბამისი გაფრთხილება იყოს მითითებული, რათა მომხმარებელმა თავად მიიღოს გადაწყვეტილება, სურს თუ არა ასეთი პროდუქტის შეძენა.

ვინაიდან საქართველოში პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ნაწარმის უსაფრთხოების მაკონტროლებელი სახელმწიფო უწყება არ არსებობს, შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად გარდაუვალი იყო ფორმალდეჰიდის შემცველობის არსებობა ჩვენს მიერ შემოწმებულ ნაწარმში. ფორმალდეჰიდის ოდენობას რაც შეეხება, ჩვენს მიერ შემოწმებულ არც ერთ ნიმუშში იგი 0,05%-ს არ აღემატებოდა”, – ვკითხულობთ “მომხმარებელი.ჯი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მსგავსი თემები