“თავისუფალი საქართველო” თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტსა და გაყიდვას იწყებს

დღეს, პარტია „თავისუფალი საქართველოს” ლიდერმა, კახა კუკავამ თურქეთიდან სარფის საბაჟოს გავლით, საქართველოში 20 დასახელების მედიკამენტი შემოიტანა. 

კახა კუკავას განცხადებით, პარტია აპირებს, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები საქართველოში შესასყიდ ფასად გაყიდოს.

კუკავას თქმით, ამ მედიკამენტების გაყიდვა ორშაბათიდან დედაქალაქში, ორი-სამი კვირის შემდეგ კი, რეგიონებში დაიწყება.

„არანაირი რეგულირება ბოლო წლებში არ მოხდა. რადგან მთავრობამ შვიდი წელია ვერ დაადგა თავი ამ პრობლემას, ჩვენ უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა კახა კუკავამ.

მსგავსი თემები