პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პროკურატურაში დაიბარეს

სკანდალური შეწყალების საქმეზე დაკითხვების სერია გრძელდება. ამჯერად, საქართველოს მთავარ პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ანგი ხუციშვილია დაბარებული.

უწყების ცნობით, ანგი ხუციშვილი გამოკითხვაზე 26 სექტემბერს,12:00 საათზეა დაბარებული.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებულებიც არიან.

მსგავსი თემები