საქართველოში პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 27 წელი, მამაკაცებისთვის კი, 30 წელია

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს პირველი ქორწინების საშუალო ასაკმა ქალებისთვის 27.7, ხოლო მამაკაცებისთვის 30.4 წელი შეადგინა.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, გასულ წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობამ 23 202 შეადგინა, ხოლო რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ – 10 288.

საქართველოში ქორწინებებისათვის ყველაზე პოპულარული სეზონი შემოდგომაა, რომელზეც ქორწინებათა 32 პროცენტი მოდის.

აღსანიშნავია, რომ ქორწინების რიცხვის შემცირების პარალელურად, პირველი ქორწინების ასაკი ბოლო წლებში იზრდება.

მსგავსი თემები