“ეს იყო სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება” – მოსამართლეობის კანდიდატი გირგვლიანის საქმეზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შოთა გეწაძის განცხადებით, სისხლის სამართლის მოსამართლეების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, იმ დროინდელი კანონმდებლობით სწორი იყო. 

შოთა გეწაძემ აღნიშნა, რომ ის მურუსიძის გადაწყვეტილების საკუთარ შეფასებას ვერ გააკეთებს, რადგან არ არის სისხლის სამართლის სპეციალისტი.

„არასდროს მიმუშავია სისხლის სამართალში. სისხლის სამართალში მე არ ვარ კომპეტენტური, თუმცა, ჩემი კოლეგა სისხლის სამართლის მოსამართლეებისგან მსმენია, მათ შორის ბატონი ლევან მურუსიძესგან, რომ ეს იყო სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება იმდროინდელი კანონმდებლობით. მე სხვისგან ვაფასებ ამას, თორემ მე ვერ შევაფასებ, სისხლის სამართლის ამ დონის კომპეტენცია არ გამაჩნია“, – განაცხადა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

მსგავსი თემები