ბავშვებით ვაჭრობაში მონაწილეობის ბრალდებით საბერძნეთში 3 ქართველი ქალი დააკავეს

  •  

საბერძნეთის პოლიციამ ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით, 12 პირი დააკავა, მათ შორისაა სამი ქართველი ქალი, რომელიც, სანდო წყაროს ინფორმაციით, უმსხვილეს დანაშაულებრივ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა.

ბერძნული ინფორმაციის ცნობით, დაკავებულებს შორისაა ბერძენი ადვოკატი და ექიმი. 

გავრცელებული ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები თითო ბავშვს 25 000 ევროდ ყიდდნენ. ისინი ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთანანაც თანამშრომლობდნენ, სადაც უცხოელ ქალებს აფეხმძიმებდნენ.

ყველა დაკავებული თესალონიკის განყოფილებაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები