“შეწყალების გადაწყვეტილების მიღების დროს სალომე ზურაბიშვილი საქართველოში არ იყო” – ნანა ლორთქიფანიძე

მოკლული დავით ოთხმეზურის ნათესავი, მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და მას შორის შემდგარ კომუნიკაციას იხსენებს.

როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მას უთხრა, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულის ასლან ბეჟანიძის შეწყალებისას ზურაბიშვილი საქართველოში არ იმყოფებოდა.

“პირველი რაც მითხრეს ეს იყო, რომ ამ გადაწყვეტილების დროს პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფებოდაო. ასეთი ახსნა-განმარტება წერილობით, ტელეფონზე მესიჯითაც მომივიდა და შემდეგ სატელეფონო საუბარშიც სხვა ადამიანმა მითხრა”- განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს 35 პირი შეიწყალა, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

მსგავსი თემები