დაკითხვების სერია გრძელდება – დიმიტრი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, დიმიტრი გაბუნია გამოკითხვაზე დაიბარა. გაბუნია მთავარ საგამოძიებო უწყებაში ხვალ 11:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ პროკურორებმა სკანდალური შეწყალების საქმესთან დაკავშირებით, უკვე გამოკითხეს გიორგი ოთხმეზური და იოსებ ქოიავას მამა.

სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის, მკვლელობისთვის მსჯავდებული რამდენიმე პირია.

მსგავსი თემები