“შეწყალებაზე პასუხისმგებელია სალომე ზურაბიშვილი, არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია” – გიორგი ოთხმეზური

“შეწყალებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სალომე ზურაბიშვილს. არ მაინტერესებს, ვისი გადაწყვეტილება იყო, ვინ ურჩია, ვინ ფული აიღო, ნაცნობობით გაკეთდა, სიყვარულით, თუ მტრობით”, – ამის შესახებ დავით ოთხმეზურის მამამ, გიორგი ოთხმეზურმა პროკურატურის დატოვების შემდეგ განაცხადა.

კითხვაზე, რომელი ვერსიაა მისთვის დამაჯერებელი, გიორგი ოთხმეზურმა უპასუხა, რომ არც ერთ ვერსიას არ აქვს მისთვის მნიშვნელობა.

“კითხვები სალომე ზურაბიშვილსა და დიმიტრი გაბუნიას არ შეხებია, მათი გვარები არც უხსენებიათ. ისიც მკითხეს, დამიკავშირდა თუ არა ვინმე პრეზიდენტისგან, მე ვუთხარი, რომ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა, თუმცა მე უარი ვუთხარი“, – აღნიშნა ოთხმეზურმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს 34 მსჯავრდებული შეიწყალა, რომელთა შორის იყვნენ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირები. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

მსგავსი თემები