ზაზა სარალიძე დაჭერების სერიას აანონსებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობის საქმეზე ახალ დაკავებებს არ გამორიცხავს.

როგორც ზაზა სარალიძემ მისი შვილის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, ვისაც კი ამ საქმესთან ჰქონდა შეხება, ყველა დაისჯება.

“სავარაუდოდ, ძალიან ბევრი დაჭერა წავა. ვგულისხმობ ბავშვებსაც, დამნახავებსაც. სამოხელეო ნაწილზე დაწყებულია გამოძიება. საქმის მასალებიდან ძალიან კარგად იკვეთება, რომ რამდენიმე პირი პასუხისგებაშია მისაცემი. ეს შთაბეჭდილება აქამდეც შექმნილი მქონდა, მაგრამ დღეს, რა თქმა უნდა, რამდენიმე მოწმის ჩვენებით გამიმყარდა”, – განაცხადა სარალიძემ.

მიხეილ კალანდიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ოქტომბერს ჩაინიშნა.

მსგავსი თემები