ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში, ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა.
სოფლის მეურნეოების სამინისტროს ინფორმაციით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1.410.000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1,260,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო.
უწყების ცნობით, ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას ხორცს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ძირითადად იტალიაში, იგეგმება ადგილობრივ ბაზარზე გასვლაც. საწარმოში 10 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული.