2018 წელს პარლამენტმა, ომბუდსმენის რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პარლამენტმა, ომბუდსმენის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების 80% გაითვალისწინა.

როგორც ნინო ლომჯარიამ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, 2017 წელს პარლამენტმა ომბუდსმენის რეკომენდაციების 70% გაითვალისწინა, 2018-ში კი ეს რაოდენობა 10%-ით გაიზარდა.

ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ 2018 წელს სახალხო დამცველის აპარატში 8 480 განცხადება შევიდა, ცხელ ხაზზე კი 6 063 ზარი დაფიქსირდა. 

2018 წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატმა 11 სპეციალური ანგარიში მოამზადა.

მსგავსი თემები