სკოლებში, სწავლების საბაზო საფეხური გაიზრდება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საგანმანათებლო სფეროს რეფორმას გეგმავს, რომელიც სკოლებში სწავლების საბაზო საფეხური ათ წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

როგორც, სამინისტროს ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსი მარიამ ჩიქობავა აცხადებს, რეფორმის მიზანია, მე-11 და მე-12 კლასი უფრო მეტად იყოს ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე.

„რეფორმის შესაბამისად, მეათე კლასი ჩამოვა საბაზო საფეხურზე, როგორც სავალდებულო წელი, ანუ გაიზრდება სავალდებულო განათლების წლების რაოდენობა. მე-11 და მე-12 კლასი კი უფრო მეტად იქნება ორიენტირებული უმაღლეს განათლებაზე. სკოლებს სჭირდებათ საკმაოდ კარგი მომზადება იმისთვის, რომ უფრო მეტად გამოიკვეთოს პროფილი და ის მრავალფეროვანი ინტერესები, რაც შეიძლება მოსწავლეს გააჩნდეს. როდესაც ვახსენებ პროფილს, ამაში ზუსტად ვგულისხმობ ჰუმანიტარულ ან საბუნებისმეტყველო მიმართულებას, თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასე მკაცრად დიფერენცირებული არ იყოს და უფრო მეტი შესაძლებლობის უფლება მივცეთ სკოლებს როგორ დაგეგმონ მე-11 და მე-12 კლასები“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ.

შეგახსენებთ, რომ რეფორმის ცვლილებამდე, სკოლებში სავალდებულო საბაზო განათლება 9 წელია.

მსგავსი თემები