გიორგი გახარია მინისტრებს მიმართავს, მოქალაქეებზე ორიენტირებული ბიუჯეტი წარმოადგინონ

“2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, უკვე მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. მისი თქმით, ბიუჯეტის დაგეგმვაში, მნიშვნელოვანი კომპონენტი, ინფრასტურული და კაპიტალური ხარჯები იქნება.

„ მიმდინარეობს 2020 წლის ბიუჯეტის მოსამზადებელი სამუშაოები. აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა. მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული ხარჯები. კაპიტალური ხარჯები ბიუჯეტში, რა თქმა უნდა, გაიზრდება. ესეც პირველ რიგში მიმართულია ჩვენი მოქალაქის მოხმარებაზე, ძირითად, საბაზისო ინფრასტრუქტურის შექმნაზე, თუმცა ამას აქვს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობაც და ეკონომიკური ზრდისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ეს საკითხი მკაცრად გაკონტროლდება.

“ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება, ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

მსგავსი თემები