თანამშრომელმა თემურ ჭყონიას 133 000 ლარი მოპარა

შპს „კოკა-კოლას“ თანამშრომელმა, კომპანიას 133 000 ლარი მოპარა. მან თანხა მანქანაში შეინახა და მიიმალა. ის დაკავებილია, თანხა კი ამოღებული.

როგორც კომპანიის მფლობელმა და ხელმძღვანელმა თემურ ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  ფული  ჯერ არ დაუბრუნებიათ, რადგანაც საგამოძიებო პროცედურები არ დასრულებულა.

„ფული არ დაუბრუნებიათ, მაგრამ მალე დავიბრუნებ, როცა საგამოძიებო პრიცედურები დასრულდება. მ.ტ სალაროს რიგითი თანამშრომელი იყო, რომელსაც ფულთან შეხება არ ჰქონია, თუმცა ჩვენი ნდობით სარგებლობდა. კომპანიაში 16 წელი მუშაობდა და ეს ნდობა ბოროტად გამოიყენა. ფულს საგამოძიებო პროცესების დასრულების შემდეგ დაგვიბრუნებენ. პოლიციამ დაკარგული თანხა დაახლოებით 2 საათში აღმოაჩინა,“- განუცხადა თემურ ჭყონიამ „მედიაცენტრ მთავარს“

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღო.

შსს ინფორმაციით,  1981 წელს დაბადებულ მ.ტ-ს  მიერ ჩადენილი დანაშაული, 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები