NDI-ის კვლევით, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემაში პრობლემად, წამლების მაღალ ფასს ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის, გამოკითხულთა 47%-ი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სისტემის პრობლემას, წამლების მაღალი საფასური წარმოადგენს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24% ამბობს, რომ ჯანდაცვის სისტემაში ყველაზე დიდი პრობლემა ექიმებისა და პერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა, ხოლო 14% მიიჩნევს, რომ სამედიცინო მომსახურებისა და ექიმთან ვიზიტების საფასური.

კვლევა NDI-ის დაკვეთით ორგანიზაცია  CRRC -საქართველომ ჩაატარა.

მსგავსი თემები