საქართველოს მოსახლეობა მთავარ პრობლემად, სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 48%-ი ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილებს ასახელებს. ხოლო 31%-ი მიიჩნევს, რომ ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში საშუალოა.

გამოკითხულთა 34%-ი მიიჩნევს, რომ პრობლემა ფასების ზრდა/ინფლაციაა. 33%-ი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში პრობლემა სიღარიბეა, 29 % ყველაზე დიდ პრობლემად ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს. ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 22%-ი მიიჩნევს, რომ პრობლემა პენსიებია, ხოლ 19%-ი  მნიშვნელოვან პრობლემად ხელფასებს ასახელებს.

ვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მსგავსი თემები