ასპინძაში ყირიმ-კონგოს ცხელებას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

ასპინძაში, სავარაუდოდ, ცხოველთან კონტაქტის დროს, ტკიპის ნაკბენის შედეგად, ყირიმ-კონგოს დიაგნოზით, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

მომხდარზე სხვა დეტალები უცნობია.

ტკიპა უმძიმესი დაავადების – „ყირიმ-კონგოს ცხელების“ გადამტანია. ის გვხვდება ყველგან – მცენარეებზე, ბალახებში, ცხოველებთან, შესაბამისად, რისკი, რომ დაავადება ადამიანზე გადავიდეს, საკმაოდ დიდია. 

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მიმდინარე წლის გაზაფხულზე ყირიმ-კონგოს ორი შემთხვევა დაფიქსირდა. 

პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში, ყირიმ-კონგოს დაავადების, 2009 წლიდან ბოლო 10 წელიწადში, 40-ზე მეტი შემთხვევაა აღწერილი. დაავადება იწვევს ჰემოროლაგიურ ცხელებას, სისხლჩაქცევასა და სისხლდენას.

„ყველა ტკიპა არ არის დაავადების გადამტანი. ეს არის გარკვეული სახეობის ტკიპა, რომლიც ინფიცირებულია. პანიკური შიშია ამ ტკიპების მიმართ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი იქნება თუ დიდი, გარედან დაბრუნდება, ბალახებში იარა, უნდა დავათვალიეროთ რომ ტანზე, სადმე ტკიპა არ ჰქონდეს მიკრული. თუ სადმე ვნახავთ ტკიპას, ის საკმაოდ დიდი სიფრთხილით უნდა მოშორდეს, რომ საცეცები ადამიანის სხეულში არ ჩატოვოს. მისი მოშორება ხელით არ შეიძლება. არც ცხოველებიდან შეიძლება ტკიპას ხელით მოშორება“ – აღნიშნა პაატა იმნაძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

ამასთან, 2018 წელს ყირიმ – კონგოს ჰემორალიური ცხელების 12 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ერთი ლეტალურად დასრულდა.

მსგავსი თემები