“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ” – განათლების მინისტრი

“ოქტომბრიდან პედაგოგები გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა განათლების რეფორმის ერთი წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა. 

მინისტრის თქმით, წელსვე დაგეგმილია, სახელმძღვანელოების გაუმჯობესება.

„წლევანდელი წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის სახელმძღვანელოების გაუმჯობესება. დაგეგმილი გვაქვს, როგორც ჩვენს ავტორებთან და გამომცემლებთან, ასევე საერთაშორისო გამომცემლებთან ერთად მუშაობა, რაც დაგვეხმარება, საქართველოში შემოვიდეს მაღალი ხარისხის სასწავლო მასალები. 

ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიების შეტანა სკოლებში. 400-ზე მეტ სკოლაში წარმოდგენილი იქნება უკაბელო ინტერნეტი. დღეს კი სკოლაში პირველად შევიდა ნეთბუქებისგან განსხვავებით, რეალური კომპიუტერები“, – განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები