მოსწავლეებს, რომლებსაც სასწავლო წელი დაგვიანებით დაეწყებათ, გაცდენილი საათები, შაბათ დღეს აუნაზღაურდებათ

განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, სკოლებში, სადაც სასწავლო წელი სარემონტო სამუშაოების გამო დაგვიანებით დაიწყება, გაცდენილი საათები, მოსწავლეებს, შაბათ დღეს აუნაზღაურდებათ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ იმ სკოლებში, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რამდენიმე დღეში დასრულდება. მისი თქმით, მოსწავლეების სხვა სკოლებში გადანაწილება საჭირო არაა.

“დარჩა 19-მდე სკოლა, რომელსაც რამდენიმე დღე სჭირდება, რომ სამუშაოები დამთავრდეს. მაქსიმუმ 2 კვირის ფარგლებში ამ სკოლებში აღდგება სწავლა და გაცდენილი საათები შაბათ დღეს ანაზღაურდება. ყველაზე მთავარია ის პროექტები, რომელიც წელს ინფრასტრუქტურულად განხორციელდა“, – მიხეილ განაცხადა ბატიაშვილმა.

მსგავსი თემები