„თუ მონა მერქმევა, სულ ერთია, ვისი მონა ვიქნები – ამერიკის თუ რუსეთის“ –  გიორგი ლომია

  •  

„მონური დამოკიდებულება ზუსტად ის არის, როცა „ისინი“ ამბობენ, თქვენ ვიღაცის მონები ხართო; მონური დამოკიდებულება ზუსტად ის არის, როდესაც შენს ქვეყანას შეურაცხყოფას აყენებენ,  შენ კი გამოდიხარ და აცხადებ პასუხის გაცემა არ შეიძლება, დაივიწყეთ, ეს არ არის  პრობლემა, ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას“ – აღნიშნული განცხადება დეპუტატმა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდმარის შეფასებით, რადენიმე დღის უკან, თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარი დაპირისპირება სწორედ მონობასთანაა კავშირში.

„როგორ არ უნდა მივაქციო ყურადღება, თუ მე მომაყენეს შეურაცხყოფა, თუ ჩემს მოქალაქეს მიაყენეს შეურაცხყოფა,  მართლა მონა ვარ? მართლა კოლონიის შტატია ვარ? როდესაც იყო ჩამოსული და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა, 1 საათში გააქციეს ქვეყნიდან, ირმა ინაშვილის შემთხვევაში კი, კონკრეტული პირი, კრამერი  ხელით შეეხო პარლამენტის ვიცე-სპიკერს, აგდებდა მასმედიას, ჟურნალისტებს ეუბნებოდა გაეთრიეთ აქედანო. რატომღაც ამ საქციელზე ჩვენ ჩუმად უნდა ვიყოთ. ისმის კითხვა, მაშინ ჩვენ მონები არ გამოვდივართ?“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

თუ მონა ერქმევა, დეპუტატისთვის მნიშვნელობა არც აქვს ვიცი მონა იქნება – რუსეთის თუ ამერიკის.

„ჩემთვის სულერთია ვისი მონა ვიქნები, რუსეთის თუ ამერიკის თუ მაინც მონა მერქმევა. არც ერთის მონობა  მინდა. არც რუსეთის, არც ამერიკის და არც რომელიმე სახელმწიფოსი“ – განაცხადა გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები