მეტროსადგურ “სამგორში” მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

  •  

მეტროსადგურ „სამგორში“ მგზავრი მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა. ამწუთებში ის ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ახალგაზრდას თავის ტვინის მძიმე დაზიანება და მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

„პაციენტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოიყვანა. ამ ეტაპზე პიროვნების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. შესაბამისად, მისი ასაკი უცნობია. პაციენტი კლინიკაში შემოვიდა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, სახეზე მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით. მას ჩაუტარდა სათანადო კვლევები და დიაგნოზტირდა შემდეგი სახის დაზიანებები: ქალა ტვინის ტვინის დახურული მძიმე ტრავმა, შეშუპება, კომატოზური მდგომარეობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ფილტვების დაჟეჟილობა; არის მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და მარჯვენა ბარძაყის მრავლობითი მოტეხილობა; ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი. პაციენტის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის უკიდურესად მძიმე, პროგნოზულად პაციენტი არასაიმედოა და მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში“, – განაცხადა ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეონა ხუჭუამ.

მომხდარის გამო, შეფერხებული იყო მოძრაობა მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით. ამ დროისთვის მოძრაობა აღდგენილია.

მსგავსი თემები