“ტყუილია, რომ საქართველო ნატო-ში შევა” – თარხან-მოურავი

  •  

პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით თარხან-მოურავი პირდაპირ დიალოგს ითხოვს მოსკოვთან და აფხაზეთთან. მისივე თქმით, ტყუილია, რომ საქართველო ნატო-ში შევა.

„ჩვენი მოთხოვნაა, შეწყდეს ლაპარაკი, რომ თითქოს არ მფარველობთ სააკაშვილსა და ბოკერიას. შეწყდეს მათი დაფინანსება, ყოველგვარი ორგანიზაციების შექმნა და პროვოკაციები. არსად არ მიგვიღებენ ჩვენ. შეწყდეს ყოველგვარი სიყალბე ნატო-სთან დაკავშირებით. კარგია, თუ 29 ქვეყანა შენ დაგიჭერს მხარს, მაგრამ ეს არ მოხდება, ეს არის სიცრუე. 30 წელი ვისწრაფოდით და ვერაფერი ვერ მივიღოთ, იმიტომ, რომ მთავარი წევრები – გერმანია და საფრანგეთი ჩვენს მხარდაჭერაზე ღიად ამბობენ უარს. ჩვენი მოთხოვნაა, სამხედრო მიუმხრობლობა, ახალი სამშვიდობო პოლიტიკა – პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან და აფხაზეთთან“, – განაცხადა აქციის დასრულების შემდეგ დავით თარხან-მოურავმა.

ცნობისთვის, დღეს „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები ამერიკის საელჩოსთან აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ დევიდ კრამერი პერსონა „ნონ-გრატად“ გამოცხადდეს.

მსგავსი თემები