ჭავჭავაძეზე მიწის ჩამოშლის შედეგად მუშა დაიღუპა – მისი ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. ადგილზე საკანალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და სამუშაოებზე დასაქმებული ერთი მამაკაცი მოიყოლა.

დაღუპულის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაში გადაასვენეს. ადგილზე საპატრულო პოლიცია, სამაშველო სამსახური და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გალაქტიონ ბუაძე განმარტავს, სამუშაოებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აწარმოებდა და გარდაცვლილი მუნიციპალიტეტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული არ ყოფილა.

მსგავსი თემები