გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება.
სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბე“-მ განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა.
დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან ერთად დაათვალიერა.