აშშ-ში ბავშვის დაბადების დრო, თარიღი და წონა 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის წლისთავს დაემთხვა

აშშ-ში ბავშვის დაბადების დრო, თარიღი და წონა 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის წლისთავს დაემთხვა. 

ახალშობილი 11 სექტემბრის წლისთავზე, საღამოს ზუსტად 9:11 საათზე დაიბადა. ბავშვის წონა კი 9 ფუნტსა და 11 უნციას შეადგენს, რაც დაახლოებით 4 კილოგრამია.  

სამშობიაროს ექიმები აცხადებენ, რომ სამედიცინო ცენტრის 35-წლიან ისტორიაში ახალშობილის დაბადების დღე, საათი და წონა ერთმანეთს არასდროს დამთხვევია.

2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ქაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა ოთხი კომერციული თვითმფრინავი გაიტაცეს. ორი მათგანით აშშ-ში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ორ ცათამბჯენზე თავდასხმა განხორციელდა, კიდევ ერთი საფრენი აპარატი პენტაგონის შენობას დაეჯახა, მეოთხე თვითმფრინავი კი, სომერსეტის ოლქში ჩამოვარდა. ტრაგიკულ დღეს 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა, ექვსი ათასი კი,  დაშავდა.

მსგავსი თემები