აფხაზეთის ა.რ. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტში განიხილეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინეს.  საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა დღე  გაიმართა, რომელსაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური უძღვებოდა.

სხდომის წევრებს, ცვლილებების პროექტი აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ წარუდგინა. როგორც საბჭოს წევრებმა აღნიშნეს,  ცვლილებების პროექტი სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან.

შეხვედრაზე, პროექტთან დაკავშირებით წინადადებებიც გამოხატეს.  მაგალითად,  აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის დანიშვნისა და გათავისუფლების წესთან და მთავრობისათვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადების მექანიზმებთან დაკავშირებით.

საკოორდინაციო საბჭომ, აფხაზეთის ა.რ. კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი მოიწონა და უმაღლეს საბჭოს რეკომენდაცია მისცა, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად გააგრძელოს მუშაობა გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე.

მსგავსი თემები