“იმ კაცმა თქვა, ეს მელია დააბით თოკითო, ჩემზე როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პროკურატურაში დაბარებასა და საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ზეწოლის გაგრძელებად აფასებს და აცხადებს, რომ მას აღკვეთის ღონისძიების პირობები არ დაურღვევია.

“თუ კანონი დავარღვიე, ოთხი დღე რას ფიქრობდნენ? თავადაც იციან, რომ კანონდარღვევა აქ არ არის და ჩიხში მოიქციეს თავი. სამაჯური გავიკეთე შეგნებულად. სახლში დავიყენე აპარატურა, გირაო შევიტანე, პასპორტები ჩამომართვეს. ეს ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რათა არ ეთქვათ, რომ არ ვასრულებ რამეს. იმ კაცმა, ამ მთის იქით რომ ცხოვრობს, მაგიდას ჩამოარტყა ხელი და თქვა, რომ ეს მელია დააბით სახლშიო. მართლა, როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ. შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონსა და კონსტიტუციას არ დავარღვევ”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების დარღვევის მოტივით, გაფრთხილების მიზნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს დაიბარეს.

მსგავსი თემები