მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა, იუსტიციის სახლის მიმდებარედ მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი უვნებლად ამოიყვანეს.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ სააგენტოში განუცხადეს,   განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ, მათ ინფორმაცია ცხელი ხაზის საშუალებით, თვითმხილველმა აცნობა. ოპერატიული რეაგირების ჯგუფი ადგილზე უმოკლეს პერიოდში მივიდა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოტონავით ძაღლი წყლიდან უვნებლად ამოიყვანა.  

მიუსაფარი ცხოველი თავს კარგად გრძნობს. მაშველები მის მიმკედლებელს დაუკავშირდნენ და ძაღლი თავისი ბინადრობის არეალში დააბრუნეს.

მსგავსი თემები