10 პუნქტი, რომლის დაცვაც აუცილებელია ცნობილი მევიოლინეს კონცერტზე 

დევიტ გერეტის კონცერტზე მისულმა მსმენელმა 10 პუნქტიანი მოთხოვნა უნდა გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მას ბილეთი ნაყიდი აქვს კონცერტზე არ დაიშვება.

“მედიაცენრი მთავარი” სრულად გთავაზობთ იმ 10 პუნქტს, რომელსაც კონცერტის ორგანიზატორები ავრცელებენ. დევიდ გერეტის კონცერტზე დასასწრებად მსმენელმა უნდა გაითვალისწინოს : 

1. სპორტის სასახლის კარები გაიღება 13 სექტემბერს 18:15 საათიდან და დაიკეტება 19:45 საათზე;

2. პარტერში ბილეთების მფლობელების შესვლა მოხდება მიროტაძის ქუჩიდან (ყოფილი მორკინალის მხრიდან) მდებარე შესასვლელიდან 13 სექტემბერს 18:15 საათიდან 19:45 საათამდე;

3. პარტერის გარდა ყველა დანარჩენი ბილეთების მფლობელების შესვლა მოხდება სპორტის სასახლის ცენტრალური შესასვლელებიდან 26 მაისის მოედნის მხრიდან 13 სექტემბერს 18:15 საათიდან 19:45 საათამდე;

4. დაგვიანებით მოსული მაყურებელი 19:45 საათის შემდეგ კონცერტზე არ დაიშვება და ბილეთის საფასური არ დაუბრუნდება; დაგვიანებულ მაყურებელს შეუძლია დაელოდოს სანახაობის პირველი ნაწილის დასრულებას და შესვენების შემდეგ დაესწროს სანახაობის მეორე ნაწილს;

5. შოუ დაიწყება ზუსტად 20:00 საათზე. შესვენება 21:00 საათიდან 21:20 საათამდე.

6. სანახაობის მეორე ნაწილი დაიწყება 21:20 საათზე და გაგრძელდება 22:40 საათამდე;

7. ღონისძიების დაცვის საკითხებს არეგულირებს დევიდ გერეტის დაცვის სპეციალური ჯგუფი ევროპიდან ქართველ კოლეგებთან ერთად;

8. აკრძალულია დარბაზში შესვლა ზურგჩანთებით და დიდი ზომის ხელჩანთებით; მეტალის და მინის საგნებით; მათ შორის წყლის ან სხვა სასმელის ბოთლებით; წყლის შეტანა აკრძალულია მცირე ზომის პლასტმასის ბოთლებითაც;

9. დარბაზში წყლის შეტანა დასაშვებია მხოლოდ ფოიეში განლაგებული დახლებიდან აღებული სპეციალური ჭიქებით;

10. მაყურებლისთვის ფოიეში სპეციალურად მოწყობილია ადგილები კვებისა და გამაგრილებელი სასმელებისთვის;

მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი დიდი ინსტრუმენტალისტი 13 სექტემბერს თბილისში, სპორტის სასახლეში 20:00 სთ-ზე, ქართველ თაყვანისმცემელთან ერთად თავისი შემოქმედების 10 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მსგავსი თემები