“ხაზარაძის წამოწყებული პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა”- ირაკლი სესიაშვილი

“რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შეფასებისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისთვის ნებისმიერი პოლიტიკური კონკურენცია საინტერესოა.

„შეიძლება, ირონიულად გამომივიდეს, მაგრამ მისი წამოწყებული პოლიტიკური პროცესი ჯერჯერობით უფრო პოლიტიკურ სადღეგრძელოს ჰგავდა. მაგრამ მეორე მხრივ, ბატონი ჯაფარიძის განცხადება, რომ სიძულვილის ენა უნდა დასრულდეს, ძალიან კარგია, რომ ასეთი პოლიტიკური განცხადება კეთდება. რაც უფრო მეტი ადამიანი აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე და ამას საქმით აჩვენებს, უფრო უკეთესია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მსგავსი თემები