გლდანში, ავარიული აივნების გამაგრება მიმდინარეობს

თბილისშო, გლდანის მერვე მიკრორაიონის N23 კორპუსში, საერთო სარგებლობის აივნების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. 

როგორც გლადნის გამგეობაში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ექვსი სადარბაზოს 24 ავარიული აივანი ერთიან დიზაინში მოექცევა და ლითონის კონსტრუქციებით გამაგრდება. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე, კიბესა და აივანს შორის მდებარე ბეტონის კედლის გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, იგება ფილები და ტარდება უსაფრთხოების მოაჯირების რეაბილიტაციაც.

სამუშაოები, ოქტომბერში დასრულდება. პროექტის განსახორციელებლად, გამგეობის ბიუჯეტიდან 269 850 ლარია გათვალისწინებული.

მსგავსი თემები