ქვემო ქართლის, ცხოველთა სასაკლაოს 4 ობიექტზე, კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა აღინიშნა.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგანეტოში “მედიაცენტრ მთავარს” გაუცხადეს, კრიტიკული შეუსაბამობა აღმოჩნდა: შპს “ანგელი”, შპს “ალალი 2015”, შპს “ფენიქს მით ენდ ფოლთრი”, ი/მ ხაიალ ქარიმოვი.
“ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს – შპს “ანგელს” და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა,”- განაცხადეს ეროვნულ სააგენტოში
ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.