“ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ” – თამარ ჩუგოშვილი

“ამ ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის, იქით მიმართეთ ენერგია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა.

“დღის ბოლოს პირველად მოვიცალე “ფეისბუქზე” შემოსასვლელად და აღმოვაჩინე უცნაური აჟიოტაჟი ჩემი განცხადების გარშემო, რომ საქართველო საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, ანუ მთელი ჩვენი ტერიტორიით უნდა გახდეს ნატო-ს წევრი. ასევე, რომ ქვეყნის მთავარი მიზანია, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ამ ორივე მიზნის მისაღწევად საუკეთესო გზები პარტნიორებთან ერთად უნდა ვეძებოთ.

ახლა ვზივარ და ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ამ განცხადების რომელი ნაწილია და განსაკუთრებით ის ხალხი რატომ ილანძღება ოკუპაციას რომ ებრძვის.

ამ ქვეყნის ევრო-ინტეგრაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ჩემზე მეტს თქვენ არ მუშაობთ და თავისუფალი დრო თუ ბევრი გაქვთ, პრობლემები სადაც მართლა არის იქეთ მიმართეთ ენერგია.

თუ უსაგნო ლანძღვა გგვრით სიამოვნებას, არც ეგაა პრობლემა, შეგიძლიათ გააგრძელოთ”, – წერს ჩუგოშვილი “ფეისბუქზე”.

ცნობისთვის, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ კონფერენციაზე გუშინ გამართული დისკუსია არ ნიშნავს ნატო-ს პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს მიმართ ან საქართველოს პოლიტიკის შეცვლას ნატო-ს მიმართ.

მსგავსი თემები