ყველასათვის კარგად ნაცნობი, გერმანელი მევიოლინე, დევიდ გარეტი, 13 სექტემბერს, თბილისში, სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.
დევიდ გარეტი ევროპულ ტურნეს გერმანიიდან დაიწყებს და ესტონეთში დაასრულებს, ხოლო თბილისში, მუსიკოსი თავის ბენდთან ერთად, ახალ ალბომს – Unlimited – Live 2019-ს წარუდგენს თავის ერთგულ მსმენელს.
კონცერტი, რომელიც 13 სექტემბერს, 20:00 სთ-ზე სპორტის სასახლეში ჩატარდება, ორგანიზებულია “საქართველოს კულტურის პალატის” მიერ.