ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, სატყეო გზების რეაბილიტაცია სრულდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, ტყეკაფებამდე მისასვლელ სატყეო-სამეურნეო გზების აღდგენის სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით ასრულებს.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულით მოსახლეობას ტყიდან შეშის გამოტანაც გაუადვილდება და ტყე ხანძრისგანაც დაცული იქნება.

“გზების მოწყობა-რეაბილიტაცია გურიის მაღალმთიან სოფლებში – მთისპირში, ზოტსა და შუა სურებში განხორციელდა. სატყეო გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ჩატარებასა და ტყის მოვლა-აღდგენის სამუშაოებს. აგრეთვე, მოსახლეობას გაუადვილდება სააგენტოს მიერ გამოყოფილი ტყეკაფებიდან საშეშე მერქნის გამოტანა. სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება ხანძრებთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტურობაც”, – აცხადებენ უწყებაში. 

მსგავსი თემები