გადამუშავებული ხორცის მიღება კუჭ-ნაწლავის კიბოს რისკს ზრდის – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა გადამუშავებული ხორცი თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებას გაუთანაბრეს, ვინაიდან, კვლევის შედეგად, ყოველდღიურად 50 გრამი ასეთი პროდუქტის მიღება კოლორეკტალური(კუჭ-ნაწლავის კიბო) წარმოქმნის რისკს ზრდის. 

მეცნიერების დასკვნით, წითელი ხორცი(ძროხა, ღორი, ცხვარი) შესაძლოა, კარცეროგენს წარმოადგენდეს. თუმცა, მონაცემები, რომლებიც აღნიშნულ ფაქტს დაადასტურებენ – არასაკმარისია.

ცნობილია, რომ გაღვივებული ნახშირის ზემოქმედებით წარმოქმნილ მაღალ ტემპერატურაზე დამზადებულ ხორცში წარმოიქმნება მთელი რიგი კარცეროგენები: პოლიციკლური არომატული ნახშირწყლები, ჰეტეროციკლური არომატული ნახშირწყლები და ა.შ. 

გარდა ამისა,  გადამუშავებულ ხორცში (ძეხვეულში, სოსისებსა და ბეკონშიც) ხორცი მხოლოდ 15%-ს შეადგენს. დანარჩენი გახლავთ სახამებელი, სხვადასხვა გემოს გამაძლიერებელი, საღებავის ფიქსატორები, ვადის გამახანგრძლივებელი კონსერვანტები და ა.შ. დანარჩენ 50%-ს შეადგენს კანი, ძვლები და სუბპროდუქტები.

მსგავსი თემები