“ბოკერია, რომელიც ჩვენზე ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი” – ინაშვილი კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე

თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება და ხმაური მოყვა. ორგანიზატორების ინფორმაციით, მან აკრედიტაცია ვერ წარადგინა. როგორც ირმა ინაშვილმა განმარტა, ის იქ ბრალდებებზე პასუხების გასაცემად მივიდა.

მისი თქმით, ის ვერ დაუშვებდა, რომ “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, საერთაშორისო პარტნიორებისთვის “პატრიოტთა ალიანსის” საქმიანობაზე მცდარი ინფორმაცია მიეწოდებინათ.

ვიცე-სპიკერის აცხადებს, რომ დეპუტატს ყველა შენობაში შესვლის უფლება აქვს. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი საერთაშორისო კონფერენციის ლიდერებს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.

“გუშინ კონფერენციაზე მთელი დღე ჩვენზე იყო საუბარი, ბრალს გვდებდნენ და ცილს გვწამებდნენ. მე მოვედი და ორგანიზატორებს ვთხოვე, მიმეღო მონაწილეობა და და ჯერ მომესმინა, შემდეგ რამდენიმე წუთი მოხსენებაც გამეკეთებინა. არ შეიძლება გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება პასუხი გასცე.

ბოკერია, რომელიც ჩვენზე უამრავ ცილისწამებას ავრცელებდა, არის მწამებელი, მან ჩააბარა კოდორი და ახალგორი.

კონფერენციის მონაწილეების ნაწილმა და ორგანიზატორებმა უპატივცემლობა გამოიჩინეს საქართველოს კონსტიტუციისადმი. არ სცეს პატივი პარლამენტის წევრს. პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ, როცა გუშინ ბატონი ბოკერია საუბრობდა ჩემზე მთელი 3 საათის განმავლობაში და უამრავი დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, დამახინჯებული ციტატები ჩვენი გამოსვლებიდან. მეც უფლება მაქვს მოვიდა, მივიღო  მონაწილეობა კონფერენციაში და მოვითხოვო რამდენიმეწუთიანი მოხსენების გაკეთება”, – განაცხადა ინაშვილმა. 

ხმაურისა და დარბაზიდან ინაშვილის გაძევების მცდელობის შემდეგ, მას ლიეტუვის პარლამენტის წევრმა მიმართა და მოუწოდა, გიგა ბოკერია შეიყვაროს.

როგორც დევიდ კრემერმა განაცხადა, მან დეპუტატი ვერ იცნო და ეგონა, რომ ის უბრალოდ, კონფერენციის ჩაშლას აპირებდა. კრემერი ამაში პოლიტიკურ კონტექსტს ვერ ხედავს და ინციდენტს დაუჯერებელ უხეშობას უწოდებს.
დევიდ კრამერი იყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში. ის, ასევე იყო Freedom House- ის პრეზიდენტი. ამჟამად კი მაკკეინის ინსტიტუტს წარმოადგენს.

ცნობისთვის, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, Now What? ირმა ინაშვილი მივიდა, რასაც დარბაზში ხმაური და დაპირისპირება მოყვა. 

მსგავსი თემები