„არ დავთმობთ აფხაზეთს და ოსეთს, ამას საერთოდ რატომ გვთავაზობენ, როგორ გვიბედავენ“ – გიორგი ლომია რასმუსენის შემოთავაზებაზე

„მარაზმთან გვაქვს საქმე. ის, რაც წავიკითხე, რომ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე უარი ვთქვათ, ნატოში გავწევრიანდეთ და ამაზე მსჯელობა უნდა დავიწყოთ,  სრული მარაზმია.  რომელი ერთი მოაწერს ხელს ტერიტორიების დაკარგვას და  ტერიტორიების სანაცვლოდ ნატოს წევრობას.  რატომ გვთავაზობენ ამას,  საერთოდ, რატომ ბედავენ“ – ასე აფასებს ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე გიორგი ლომია ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ ანდერს ფოგ რასმუსენი გვირჩევს, ნატოში ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე შევიდეთ. აღნიშნული განცხადება მან თბილისში, საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა.

გიორგი ლომიას შეფასებით,  აღნიშნული შეთავაზება ქართველი ერის შეურაცხყოფაა.

„ჩვენ არ დავთმობთ არც აფხაზეთს და არც ოსეთს. ამტომ, ამ თემაზე დისკუსიაც კი არ უნდა შემოგვთავაზონ ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე.   ის დღეს არის ექსპერტი, ადრე  ხელმძღვანელობდა ალიანსს და მან იცის ყველა ის წყალქვეშა დინება, რაც შეიძლება ჩვენთვის უცნობი იყოს. ამ ადამიანმა რადგან თქვა ეს, ესე იგი, ეს აზრი მუსირებს და ჩვენ აქ ბავშვები არ ვართ, რომ ერთმანეთს, რაღაც-რაღაცეებზე თვალი დავახუჭინოთ. ამაზე საღად მოაზროვნე ადამიანი არ მოაწერს ხელს და ვიღაც არ უნდა გაყენებდეს შეურაცხყოფას და არ უნდა გეუბნებოდეს, რომ მსჯელობა, დისკუსია დაიწყე. არ დავიწყებთ ბატონო და ეს ეს პოზიცია არაერთხელ გამოვხატეთ“ – აცხადებს გიორგი ლომია.  

მსგავსი თემები