“საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად”- ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება და ქვეყანა აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად გახდება ნატო-ს წევრი.

ირაკლი სესიაშვილი ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია ყველა ცივილიზებული სუბიექტის მხრიდან.

“საქართველო ნატო-ს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, რაც გარდაუვალი საკითხია. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ეჭვქვეშ არასოდეს დადგება. რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, მისი მოსაზრება არსებობს ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე. ანუ, შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, თუმცა მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს ისე, როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა,”- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა

მსგავსი თემები