დავით ნარმანია, შესაძლოა, სემეკი-ის თავმჯდომარე გახდეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, შესაძლოა, თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია გახდეს. ის ამჟამად სემეკ-ის წევრია.

ნარმანიამ დღეს დაადასტურა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ნარმანიას განცხადებით, მთავრობისა და პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში, ის ამ თანამდებობას სიამოვნებით დაიკავებს.

„ვერ დაგიდასტურებთ და არც ვუარყოფ. იცით, რომ ამ ყველაფერს აქვს შესაბამისი არც თუ ისე მარტივი პროცედურები. სჭირდება მთავრობის წარდგინება, პრეზიდენტის თანხმობა და პარლამენტის გადაწყვეტილება. იქნება ალბათ კონსულტაციები. ველოდები, რომ იქნება ამ საკითხზე საუბარი “, – განაცხადა ნარმანიამ.

პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრად დავით ნარმანია 2017 წლის 22 დეკემბერს აირჩია მანამდე ის, 2014 წლის 2 აგვისტოდან 2017 წლის 13 ნოემბრამდე თბილისის მერი იყო.

მსგავსი თემები