აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა გარდაიცვალა 


აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, დე – ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მამა, ზურაბ ოთხოზორია, რომელიც 29 მაისიდან საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, დღეს დილით, გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია, 2016 წლის 19 მაისს, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ხურჩაში მოკლეს. მას სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომ აფხაზეთის დე – ფაქტო ხელისუფლების მესაზღვრეებთან მოუვიდა შელაპარაკება, შედეგად, შეიარაღებულმა სამხედრომ რამდენჯერმე ესროლა, მათ შორის თავის არეში.

​გიგა ოთხოზორია მიყენებული ჭრილობების შედეგად, ზუგდიდის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მსგავსი თემები