ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა – პიანისტი დამატებით კონცერტს ჩაატარებს

ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. ამის შესახებ მან “ფეისბუქზე” დაწერა.

პიანისტის ცნობით, იმისთვის, რომ გულშემატკივრებს გული არ დასწყდეს, ის დამატებით კონცერტს ჩაატარებს.

“თბილისის 28 სექტემბრის კონცერტის ბილეთები რამდენიმე წუთში გაიყიდა და ბევრისგან ვისმენ გულისტკივილს, კონცერტზე ვერ დასწრების გამო. გადავწყვიტეთ, ვატო კახიძესთან და თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, დავამატოთ ერთი კონცერტი – 29 სექტემბერს. ვითვლი დღეებს.

ინფორმაციას, ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით, მოგაწვდით ჯ.კახიძის მუსიკალური ცენტრი”, – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.

ხატია ბუნიათიშვილი და თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაყურებლის წინაშე 28 სექტემბერს წარდგებიან!

მსგავსი თემები