პროკურატურა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილისთვის 50 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას მოითხოვს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის ზურაბ იაშვილის მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან ერთად მოითხოვს, რომ ბრალდებულს საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალოს.

„ჩვენ შუამდგომლობით მივმართეთ სასამართლოს ბრალდებულ ზურაბ იაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ვითხოვთ გირაოს 50 000 ლარის ოდენობით და ამავე დროს, ბრალდებულს აეკრძალოს ქვეყნიდან გასვლა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.

ცნობისთვის, „ინტერმედია პლუსის“ გენერალურ დირექტორს, ზურაბ იაშვილს ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მსგავსი თემები