“ჩვენ გვჭირდება დიალოგი კრემლთან, იფიქრეთ ამაზე, ბატონო გიორგი” – მარშანია გახარიას

“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ადა მარშანიამ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა, რომ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა.

ფრაქციის სხდომაზე, სადაც პრემიერ-მინიტრობის კანდიდატსა და მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ, მარშანიამ განაცხადა, რომ ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატი პოზიტიურ შედეგს არ მოგვიტანს, ამიტომ, მისი თქმით, საჭიროა ქვეყანა ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის მოემზადოს.

„კარგია ჟენევის და კარასინი-აბაშიძის ფორმატი, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ხაზგასმით ამ ფორმატებს, მათ თავისი ფუნქცია და შინაარსი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რატომ ჩავიკეტეთ ამ ორ ფორმატში, რომელიც დარწმუნებული ვარ, არ მოგვიტანს ჩვენ ოდნავ მაინც პატარა პოზიციტურ წინსვლას, იმიტომ რომ დიდი ხანია, ქვეყანა უნდა მოემზადოს სერიოზული და ფართომასშტაბიანი სამუშაოსთვის ამ საკითხში.

ჩვენ გვჭირდება დიალოგი მოსკოვთან, ზუსტად, რომ კრემლთან და პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან. პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან კრემლის, მოსკოვის დახმარების გარეშე, არ გამოვა. ეს არის მწარე რეალობა, რომელშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ჩვენი ვიზიტების დროს მოსკოვში, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ იფიქროთ ამაზე ბატონო გიორგი, ვიზიტებზე მოსკოვში, როგორ უნდა მოხდეს ეს, მომზადება უნდა დავიწყოთ დიდი ხანია, ჩვენ უკვე ძალიან ვაგვიანებთ“, – განაცხადა მარშანიამ.

მსგავსი თემები